კობა კობალაძის საქმე - პოლიციელები, რომლებიც ახალგაზრდას სახლში იმყოფებოდნან შსს-დან გაათავისუფლეს
პოლიტიკა - 18:35, 14 Jul, 2018     3532

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში უმკაცრესად დაისჯება.

გიორგი გახარიამ კოკა კობალაძის ცემის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენინსპექციის ძიების შედეგად, დადასტურდა, რომ კობალაძესთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომელმაც ეს ინფორმაცია დამალა.

„ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად, მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ფაქტი დამალეს.

ეს ფაქტი გუშინ დადგინდა გენინსპექციის ძიების შედეგად და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია სისტემისთვის, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმაღლესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დათხოვილი იქნებიან შსს-ს რიგებიდან. მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილის შსს-ს რიგებში არ არის. შსს-ს მიმართ ხშირად იყო პრეტენზია და საყვედური, ზოგჯერ დასაბუთებულიც, რომ როცა საქმე ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, იყო აზრი, რომ სისტემა ოჯახში მოძალადე პოლიციელებს აფარებს ხელს. 12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი არის შემდეგი, რომ თუ შსს-ს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში დანაშაულის ფაქტი და თუ ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, ავტომატურად დატოვებს შსს-ს რიგებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42