საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობენ
პოლიტიკა - 16:30, 14 Jul, 2018     863
საქართველოს პრეზიდენტი დღეს არაფორმალურ გარემოში თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ ის ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ფრაქციებმა დაასახელეს. თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" შეარჩია. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

დღესვე საინიციატივო ჯგუფის სურვილით, ასევე არაფორმალურ გარემოში კონსულტაციები შედგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის იმ წევრებთან, რომლებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გოჩა გუგუნავას დასახელება სურთ.

კონსულტაციები დღეს ასევე გაგრძელდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" წევრებთან.

"პრეზიდენტი შეხვდა უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატს. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და პრეზიდენტმა მოისმინა მისი ხედვა რეგიონთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჯერჯერობით კონსულტაციები კვლავ გრძელდება. ჩვენ ვისმენთ პოლიტიკური პარტიების პოზიციებს. ამ ეტაპზე კვლავ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატია დასახელებული უმრავლესობის მხრიდან და საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა კიდევ ერთი კანდიდატი. შესაბამისად კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, ცხადია პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ ეტაპამდე ჩვენ ვართ კონსულტაციების რეჟიმში და ვაგრძელებთ კონსულტაციებს," - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრული პროცედურების თანახმად, კონსულტაციების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42