"ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ ნდობას" - მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 13:43, 14 Jul, 2018     1114

პარლამენტის სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემმიმართა.

"მე ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ თქვენს ნდობას"- თქვა ბახტაძემ.

მისი თქმით, ლოდინის დრო არ არის და ახალი მთავრობის მთავარი ორიენტირი შედეგია.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ სწორედ მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობა შექმნილ რეალობაში ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო გამოსავალია.

„ეს არის მთავრობის მართვის მოდელი, რომელიც პირდაპირ მიმართულია ბიუროკრატიული ხარჯების დაწევაზე. ჩვენი ამოცანაა, რომ ბიუროკრატია გავხადოთ რაციონალური, მოქნილი და ეფექტიანი...

დაპირებისამებრ მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნა წარდგენილი, რომლის მიხედვითაც კომპანიებს 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ

ამ კომპანიების დიდი ნაწილი იძულებული გახდა შეეჩერებინა საქმიანობა და კომპანიები დაეხურათ იმის გამო, რომ არასამართლიანად დააკისრეს ჯარიმები 2011-2012 წლებში. როგორც ეს დაპირებები შესრულდა, ანალოგიურად შესრულდება ყველა სხვა დაპირებაც...

მე დაგპირდით, რომ სამი კვირის განმავლობაში დავაკომპლექტებდი ძლიერ სამთავრობო გუნდს. დღეს მე ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ თქვენს ნდობას და ერთმნიშვნელოვნად ვიმეორებ, არიან თავის საქმის პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ ზუსტი ხედვა, როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროგრამის წარმატებული იმპლემენტაცია 2018-1019 წლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42