საპარლამენტო ორგანოში მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების კითხვებს პასუხობენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიამ გიორგი გახარიას მიმართა, როგორ მოხდა ისე, რომ ინტერპოლით ძებნილი პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე დააკავეს, სამართალდამცველებმა 500 ლარით დააჯარიმეს და სწორედ მაშინ რატომ არ მოხდა მისი დაკავება.
"ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანი სანამ დააკავებდნენ კარავში, სამი კვირით ადრე საპატრულო პოლიციის მიერ იქნა დაჯარიმებული 500-ლარიანი ჯარიმით. კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი გამოეწერა. რასთან გვაქვს შემთხვევა ბატონო მინისტრო? საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გააჩერა ინტერპოლის მიერ ძებნილი ქვეყანაში, გადაამოწმა ბაზაში, რომელიც ყველა პატრულის ეკიპაჟს აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, გამოუწერა 500- ლარიანი ჯარიმა და გაუშვა სახლში, ეს ნორმალურია? არ ჰქონდა ამაზე ინფორმაცია შსს-ს?”- აღნიშნა ნიკა მელიამ და გიორგი გახარიას მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






