"არანაირად არ დასტურდება, რომ იქ იყვნენ პოლიციელები" - გიორგი გახარია კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე
პოლიტიკა - 18:37, 13 Jul, 2018     885
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენისას, ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრს კოკა კობალაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე გენინსპექცია მოკვლევას უკვე აწარმოებს და ასევე, გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში.

„ჯერჯერობით არანაირად არ დასტურდება, რომ იქ იყვნენ პოლიციელები. ფორმალურ მხარეს მოგახსენებთ, რომ გენინსპექციას უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა. გარდა ამისა პროკურატურაში საქმე უკვე აღძრულია და დაწყებულია გამოძიება - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღევანდელი მონაცემებით, პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალურად მივიდნენ ამ მისამართზე მას შემდეგ, რაც ეს მოხდა და მას შემდეგ რაც შეტყობინა შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. იქ არსებობს რამდენიმე ვერსია და გარწმუნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ვერსიები გაიხსნება და ამას მოგახსენებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაც უფრო მეტი რეფორმები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციელის დისკრედიტაციის მით უფრო მეტი მცდელობა ჩნდება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა არის პოლიციელის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ ერთი - რომ იყვნენ კეთილსინდისიერები და ეფექტურები. ამ შემთხვევაში თითოეულ მათგანს ჩვენ დავუდგებით გვერდით, ყოველთვის და ყველგან. იმ შემთხვევაში თუ ისინი გავლენ თავიანთი უფლებამოსილებებიდან, ჩენ ვიქნებით პირველები, ვინც უმკაცრესად მოვითხოვთ მათ დასჯას და გავაკეთებთ ამას. ეს არის ის პრინციპები, რომელზეც დღეს ვახორციელებთ სისტემის რეფორმებს და ზუსტად იგივე პრინციპებით მივუდგებით ამ კონკრეტულ შემთხვევასაც. თუ უმცირესი ალბათობით, მაგრამ მაინც დადასტურდა ამ საქმეში პოლიციელების ჩართულობა, ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილები. იმ შემთხვევაში თუ ეს არ დადასტურდა ჩვენ შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42