"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპულ საქართველოს" შორის დადებული ე.წ. თავდაუსხმელობის აქტი, ემსახურება არა ოპოზიციური ძალების კონსოლიდირების იდეას, არამედ ხელისუფლების ინტერესს, "ნაციონალური მოძრაობის" ნეიტრალიტეტის შენარჩუნების ხარჯზე, ნაცვლად მაღალი საპროტესტო მუხტის მატარებელი მოძრაობისა ევროპული საქართველოს" ფინანსური რესურსით შექმნას ე.წ. ელეტორალური ბუფერი.
დაახლოებით იმავე ფუნქციის და შინაარსის მატარებელი, რა შინაარსისა და ფუნქციის მატარებელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისთვის გიორგი თარგამაძის "ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობა".
მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოცემულობა რა თქმა უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების კეთილშობილურ განზრახვას, ოპოზიციის კონსოლიდირების თაობაზე. "-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
დღეს საზოგადოებაში არსებობს მაღალი საპროტესტო მუხტი.
მასალის გამოყენების პირობები






