"სანამ პრეზიდენტი დაასახელებს და წარმოადგენს ახალ კანდიდატურას, ბუნებრივია უნდა გაითვალისწინოს რეგიონის შეხედულებები და მოსაზრებები" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 15:41, 13 Jul, 2018     825

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში დღეს დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდება.

"კანდიდატურა, რომელიც წარმოდგენილი არის დღეს, არის ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე შევხვდები ბატონ თორნიკეს და ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ კონსულტაციებს. სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით წარმოდგენილი არ ყოფილა. შეიძლება კიდევ რაღაც მოსაზრება მოვისმინოთ ამის თაობაზე. ამ ეტაპზე გრძელდება ის კონსულტაციები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და რომლის სულისკვეთებაზეც მინდა გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები მდგომარეობს შემდეგში, რომ პრეზიდენტი სანამ დაასახელებს და წარმოადგენს ახალ კანდიდატურას, ბუნებრივია უნდა გაითვალისწინოს რეგიონის შეხედულებები, მოსაზრებები, აი ამ შეჯერებული პოზიციით უნდა წარდგეს კანდიდატურის დასასახელებლად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ წარმოდგენილია ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატურა. შეიძლება რაღაც მოსაზრება კიდევ წარმოადგინონ. მე მოვისმენ მათ კანდიდატურებს, თუ იქნება ასეთი გავესაუბრები.

ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებულია იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში . დასახელებულია და დახასიათებული არის კიდევაც. მე უნდა ბუნებრივია გავესაუბრო იმ ადამიანსაც, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც თუ იქნება და შესაბამისად მე უხერხულობას იმაში, რომ ქართული ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს გავესაუბრო, ვერ ვხედავ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი რჩება აჭარაში და გამოთქვამს მზადყოფნას პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები მოისმინოს, მათ შორის მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს შეხვდეს. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის სურვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა თავად გამოთქვეს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42