"მეთაურს უნდა ჰქონდეს ავტონომიის მაღალი ხარისხი“ - ლევან იზორია
პოლიტიკა - 15:13, 13 Jul, 2018     851
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ამოცანით მართვასა და მცირე ზომის ქვედანაყოფების ეფექტურობაზე ისაუბრა

„ეს არის აბსოლუტურად ახალი მიდგომა, სადაც აქცენტი მცირე ზომის ტაქტიკურ ქვედანაყოფზე გაკეთდება. მის მეთაურს ავტონომიურობისა და ნდობის მაღალი ხარისხი ექნება, რათა ცენტრალიზებულად განსაზღვრული გეგმები დეცენტრალიზებულად აღასრულოს“ - აღნიშნა იზორიამ.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომის წევრებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ხუთი მიმართულება მიმოიხილა, რომელიც მომავალში თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. ლევან იზორიას განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები და საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ასეულებისთვის საბრძოლო ტექნიკის ოპტიმალური განაწილება სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება.

„შესყიდვების სტრატეგიებიც სწორედ ტაქტიკური ქვედანაყოფების ტაქტიკური ტიპის იარაღის უზრუნველყოფით განისაზღვრება. მოდერნიზებაც მიზნობრივი და დანაყოფებზე ორიენტირებული იქნება“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საბრძოლო მომზადების ერთიანი სტანდარტების შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება სწავლებებსა და წვრთნებში გამოიხატება. აღნიშნულ ამოცანას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, სიამაყით ვასრულებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად. მზადყოფნის პროგრამა თავისი აღჭურვილობის, წვრთნებისა და შენარჩუნების კომპონენტების უზრუნველყოფით ასეულების დონზე, ტაქტიკური ქვედანაყოფების მომზადებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ დასახული გეგმები მომავალი ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42