ე.წ. აგროპოლისების შექმნა-განვითარება - გიორგი ქობულიას ინიციატივა რეგიონებს
პოლიტიკა - 15:11, 13 Jul, 2018     1316
"ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის წევრებმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების პროგრამებს მოუსმინეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა განხორციელებითაც აღნიშნული მიზანი მიიღწევა. მათ შორის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიალიზაციის დონის დაჩქარებაზე, რეგიონების განვითარებაზე და ბიზნესის სტიმულირების სხვა ღონისძიებებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიუხედავად დადებითი ეკონომიკური ტენდენციებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიტიური შედეგებისა, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ღარიბ ქვეყნებს შორისაა, ეკონომიკური შემოსავალი კი, რომელიც ქვეყანაში იქნება, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით არის მცირე. გიორგი ქობულია ასევე შეეხო უმუშევრობის მაღალ დონეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. ესენია: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა; ინდუსტრიალიზაცია და ახალი წარმოებების შექმნა; რეგიონებში ახალი პერსპექტივების გაჩენა, განსაკუთრებით, აგროსექტორისა და მასთან მომიჯნავე დარგების განვითარების მიმართულებით. გიორგი ქობულიამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის განვითარებას.

აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების სტიმულირებისთვის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა შრომითი რესურსების განვითარებაზე, აგრეთვე საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მეტ ინტეგრაციაზე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებებისა და მომსახურებების შექმნასა და გამრავალფეროვნებაზე და სხვ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა თავის საპროგრამო სიტყვაში ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაში დაეხმარება. კიდევ ერთ ასეთ ინიციატივად გიორგი ქობულიამ ე.წ. აგროპოლისების შექმნა-განვითარება დაასახელა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, ისე აგროსექტორში პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად ზრდას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ინდუსტრიალიზაციაზე საუბრისას, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ არჩევანი იმ სექტორების განვითარებაზე გააკეთოს, სადაც ქვეყანას შედარებითი უპირატესობა აქვს. კიდევ ერთ პრიორიტეტად გიორგი ქობულიამ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე მეტი ინტეგრაცია დაასახელა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას - დიდი ენთუიზიაზმით ვარ განწყობილი ამ ამოცანის შესასრულებლად, ჩემთვის ეს არის გამოწვევა და ძალიან საინტერესოა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42