საქართველოს პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის მეთაურის, ზურაბ პატარაძის თანამდებობებიდან წასვლის საკითხს აფასებს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკოსები ვალდებულები არიან, რომ საზოგადოებას წასვლის მიზეზები განუმარტონ. პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერი და რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორე მხრივ, არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო. იმიტომ, რომ გარკვეული განჭვრეტადობა, გარკვეული მოლოდინის შემქნა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ეს არის განჭვრეტადი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ასე, რომ ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






