რამდენი ახლო ნათესავი გყავთ? - უკრაინული ოჯახი, რომელშიც 346 წევრია, გინესის წიგნში მოსახვედრად იბრძვის
ეს საინტერესოა - 13:27, 13 Jul, 2018     3331

რამდენი ახლო ნათესავი გყავთ? 5?10? 30? აი ოდესის ოლქის სოფელ დობროსლავში მაცხოვრებელ პაველ სემენიუკს 346 ახლო ნათესავი ჰყავს, ესენი არიან მისი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, შვილიშვილისშვილიშვილები. სემენიუკების ოჯახი ოფიციალურად ითვლება ყველაზე დიდ ოჯახად უკრაინაში და მსოფლიოს ყველაზე დიდი ოჯახის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.

სემენიუკების „კლანის“ მეთაური პაველი 87 წლისაა, ის წარმოშობით მოლდოვიდანაა, როდესაც დაქორწინდა ის ჯერ 20 წლის არ იყო. პაველსა და მის ცოლს მარიას 13 შვილი გაუჩნდათ, სამი მათგანი დაიღუპა. დარჩენილი შვილებიდან თითოეულს საშუალოდ 12 შვილი ჰყავს. ასე რომ შვილიშვილების რაოდენობა 127-ია, შვილთაშვილების 207, ხოლო შვილიშვილის შვილიშვილების 2 და კიდევ რამდენიმე შვილიშვილის შვილიშვილის დაბადებას ელოდება.

სემენიუკები ძალიან მორწმუნეები არიან, ისინი 50-იანელების რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ოჯახის არცერთი წევრი არ სვამს, არ ეწევა და არასდროს ქონია პრობლემები კანონთან. ამასთანავე მათ არასდროს უჭამიათ ხორცი.

როდესაც პაველ სემენიუკს ეკითხებიან მისი ყველა შთამომავლის სახელი ახსოვს თუ არა , ის აღიარებს, რომ არა. იმისთვის, რომ არ აერიოს, უფროსი სემენიუკი ყველა ახალი შთამომავლის დაბადებისას სახელს და დაბადების თარიღს შესაბამის წიგნაკში იწერს. სემენიუკების ოჯახი 2018 წლის ივლისში უკრაინის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე დიდი ოჯახი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42