გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ოთარ კახიძეს მიმართა. წულუკიანმა კახიძეს სამი კვირის წინ ერთ-ერთი გამოსვლა შეახსენა, სადაც მინისტრობის კანდიდატის თქმით, კახიძე ახალ პრემიერს წულუკიანის „გაფუჭებულ საქმეებს“ ახსენებდა.
„იმისთვის მაკრიტიკებთ, რომ საქმე გავაფუჭე, რომ დღეს ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლეა. სიამაყით მევსება გული, როდესაც მესმის ხოლმე ჩემი სკოლადამთავრებულების, ფრანგების, ბრიტანელების, განსაკუთრებით გერმანელების მხრიდან მისი ქება-დიდება. რომ ეს არის ევროპული სტანდარტის მაღალკვალიფიციური მოსამართლე, მოვანდომე ამას ორი წელი? დიახ, მოვანდომე, იმიტომ რომ მე თქვენთან ბრძოლაში არ ვიღლები და არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა“- განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






