“პირველი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვო საქმიანობა იქნება დასჯადი” – მაია ბითაძე
პოლიტიკა - 12:35, 13 Jul, 2018     925

დედაქალაქის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით პირველი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვო საქმიანობა დასჯადი იქნება, თუმცა ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ:

​„ტაქსების კომპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. რაც შეეხება ზოგადად, ტაქსების რეგულირებას და სატრანსპორტო პოლიტიკას, მომავალ კვირას გვექნება სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია, თუ რას ვგეგმავთ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჭრილში განხილვის თვალსაზრისით. რაც შეეხება ტაქსების რეგულირებას, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ძალაშია შესული და პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობა იქნება დასჯადი.

ამჯერად, უკვე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირის ბოლოს საკრებულოში განსახილველად გავაგზავნით იმ დოკუმენტს, რომელიც განვიხილეთ ტაქსების კომპანიების, ბიზნესს ომბუდსმენისა და შესაბამისი პროფკავშირების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელიც განსაზღვრავს ტაქსების რეგულირების პირველ ეტაპს, განებართვიანებას მარტივი ფორმით. დაახლოებით 50-დან 100 ლარამდე ეღირება ჰიბრიდულ და ჩვეულებრივ ავტომობილებზე ერთჯერადი ტაქსის ნებართვა, რომელიც მძღოლმა მუდმივად თან უნდა იქონიოს. იქნება ნულოვანი განაკვეთი ელექტროავტომობილებისთვის. მძღოლის ვალდებულება იქნება, რომ ავტომობილზე განათავსოს ყვითელი მანიშნებელი ნიშანი სახურავის შუა ნაწილზე და აუცილებლად, ამავე ეტაპზე იქნება ცნობილი, თუ რა მოეთხოვებათ მძღოლებს უკვე 2019 წლის ბოლოდან, ვსაუბრობ ერთიან ვიზუალსა და მარჯვენასჭიან ავტომობილებზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42