ტრამპი მართალია, როდესაც გერმანიას რუსეთის მძევალს უწოდებს - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 14:53, 13 Jul, 2018     1992

როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ბრიუსელში NATO-ს სამიტზე გერმანიას "რუსეთის მძევალი" უწოდა, იგი აბსოლუტურად მართალი იყო, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაზეთ Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

იგი წერს, რომ როგორც ადამიანი, რომელიც რუსეთის აგრესიის პირისპირ მდგომ ორ ქვეყანაში მოღვაწეობდა (2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო 2015-16 წლებში ოდესის გუბერნატორი), ღრმად იყო შეშფოთებული რუსეთ-გერმანიის ენერგეტიკულ შეთანხმებების გამო, როგორიცაა გაზსადენი Nord Stream 2.

"მართლაც, ამ გაზსადენის შედეგები წარმოადგენს დიდ ეგზისტენციალურ საფრთხეს ამერიკის მოკავშირეებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში," - აცახდებს სააკაშვილი.

სააკაშვილი იხსენებს 2004 წელს გამართულ შეხვედრას გერმანიის იმჟამინდელ კანცლერ, სოციალ-დემოკრატ გერჰარდ შრიოდერთან, რომლის დროსაც მან პუტინის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა. ამ შეხევდრის შემდეგ სააკაშვილი გააოცა იმ ფაქტმა, რომ პუტინმა, რომელსაც როგორც ჩანს სრული ინფორმაცია ჰქონდა საუბრის დეტალებზე, მას საქართველოში რუსეთის ელჩის პირით საყვედური შეუთვალა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ დასავლეთის ლიდერებთან ჩივილის გამო. მოგვიანებით სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ შრიოდერი უკმაყოფილო იყო იმით, რომ სააკაშვილის მიერ დაყენებულ საკითხებს შეეძლოთ დაძაბულობა შეეტანათ გერმანია-რუსეთის ურთიერთსარგებლიან ურთიერთობაში, რაზედაც მას საურარი ჰქონია რუსეთის წარმომადგენლებთანაც.

"მას შემდეგ, რაც შრიოდერმა თავისი პოსტი დატოვა, იგი "Газпром"-ის შვილობილი კომპანიის დირექტორი გახდა, რომელიც კრემლთან მჭიდრო კავშირშია. ამის შესახებ ტრამპმაც ისაუბრა ბრიუსელში.

რადგან შრიოდერი რუსულ ბიუროკრატიაში გაითქვიფა, ანგელა მერკელმა მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთთან მიმართებაში, ყოველ შემთხვევაში რიტორიკით მაინც. ამას გარდა, მიერ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ გერმანიამ მხარი დაუჭირა ანტირუსულ სანქციებს, რითიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პუტინის რევანშისტური პოლიტიკისათვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში. მაგრამ როგორც ტრამპმაც აღნიშნა გუშინ, გერმანია ორმაგ თამაშს თამაშობს. 2008 წელს გერმანიამ მტკიცედ დაბლოკა ბუქარესტში მაპის მინიჭების საკითხი საქართველოსთვის, რომელიც ყველაზე დიდი კონტრიბუტორია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ავღანეთის მისიაში.

ამასთანავე, გერმანიამ ხელი შეუშალა აშშ-ის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას NATO-ს გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ გერმანია იმითაც ემსახურება კრემლის ინტერესებს, რომ ბლოკავს საქართველოსთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიყიდვას, იმ დროს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ნება დართო ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიყიდვას აღმოსავლეთ ევროპისთვის, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთვი.

"აქედან გამომდინარე, გერმანელები და მათი ევროპელი მოკავშირეები არაგულწრფელად გამოიყურებიან, როდესაც გამოთქვამენ შეშფოთებას პრეზიდენტ ტრამპის არასტანდარტულ თანამშრომლობის შესახებ ვლადიმერ პუტინთან, განსაკუთრებით ჰელსინკში დაგეგმილი ტრამპ-პუტინის სამიტის წინ. არ არსებობს მტკიცება იმის შესახებ, რომ ტრამპი პუტინთან თანამშრომლობს, რათა ევროპული უსაფრთხოების სისტემა დაასუსტოს. პირიქით, არსებობს ამ სცენარის დამადასტურებელი ფაქტები გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში ფა სხვა ევროპულ ქვეყნებში.

ამ მიზეზით, აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ტრამპი პუტინთან შეხვედრისას დააყენებს არა მარტო უკრაინის საკითხს, არამედ რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ტერიტორიის 1/5-ის განგრძობით ოკუპაციის საკითხსაც. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რასაც ამერიკული მედია ხშირად ივიწყებს, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკას უყურებენ, როგორც ჩვენი თავისუფლების მთავარ გაგარანტს, უკანა ეზოში გარიგებებისა და გაყიდვების ეპოქაში," - ასკვნის სააკაშვილი.

წყარო: Washington Examiner





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42