"ომმა გაგვაძლიერა, ჩვენი გატეხა ადვილი არაა" - ლუკა მოდრიჩი, ხორვატების კაპიტანი და თილისმა
ეს საინტერესოა - 10:32, 15 Jul, 2018     5768
ლუკა მოდრიჩი, ხორვატების კაპიტანი და თილისმა- ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია მსოფლიოში და ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. მისი თაოსნობით ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია და ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი თამაში აშორებს. წლების წინ ეს ყველაფერი ოცნებას ჰგავდა.


ახლა ლუკა მოდრიჩი 32 წლისაა, 1985 წლის 9 სექტემბერს ზადარში, მაშინდელ იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფ ხორვატიაში დაიბადა 1991 წელს ხორვატიიდან ომს გამოექცა, მას შემდეგ რაც მისი სახლი დაწვეს, ბაბუა კი სერბმა ამბოხებულებმა მოოუკლეს. ლუკა და მისი ოჯახი ლტოლვილებად იქცნენ. ფეხბურთი კი მისთვის რეალობიდან გაქცევის, თავის გადარჩენის საშუალებად იქცა.

ლუკამ და მისმა ოჯახმა სხვა ლტოლვილებთან ერთად თავი სასტუმროს შეაფარა, თუმცა არც იქ იყვნენ აფეთქებებისა და ტყვიებისგან დაცულნი, მაგრამ ის ვარჯიშს მაინც აგრძელებდა, რაც სასტუმროს ხელმძღვანელობას ძალიან აშფოთებდა.

სასტუმრო „კოლოვარეს“ წარმომადგენელი იხსენებს „მან უფრო მეტი ფანჯარა დაამტვრია სასტუმროში, ვიდრე ჭურვებმა, ის გაუჩერებლად თამაშობდა ფეხბურთს სასტუმროს ყველა დარბაზში.“

წლების წინ, ლუკა მოდრიჩი უცხოურ მედიასთან ამბობდა:

„ომის შემდეგ ჩვენ უფრო ძლიერები, მტკიცეები გავხდით. რაც გამოვიარეთ ადვილი არ იყო. ომმა გაგვაძლიერა, ჩვენი გატეხა ადვილი არაა.

მამა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე ფეხბურთი მეთამაშა, იმისთვის, რომ საფეხბურთო სკოლაში გავეგზავნე და ფეხსაცმელი და სხვა სპორტული ნივთები მქონოდა. ის მუდმივად მუშაობდა იმისთვის, რომ ჩემი ფეხბურთის თამაშისთვის მხარი დაეჭირა.

ამიტომ, როცა ხალხი მბობდა რომ მე ვერ შევძლებდი დიდი ფეხბურთი მეთამაშა, ეს დამატებით სტიმულს მაძლევდა, მინდოდა მათთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ და ვფიქრობ მოუწიათ აღიარება რომ არასწორად ფიქრობდნენ.“- აცხადებდა მოდრიჩი.

მედია წერს, რომ ლუკ მოდრიჩი შესაძლოა ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს, თუმცა თავად ხორვატი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას ამ მომენტისთვის ეს არ ადარდებს და მთავარი ახლა მსოფლიო ჩემპიონატია.

„ჩვენ 22 მებრძოლი ვიქნებით მოედანზე, საფრანგეთი ყველაზე მძიმე მეტოქე იქნება მათ შორის, ვისაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვედრივართ, თუ გავიმარჯვებთ მე თმებს გადავიღებავთ, ყველა გადავიღებავთ.“- აცხადებს ლუკა მოდრიჩი.

ლუკა მოდრიჩი ამჟამად ხორვატიის ნაკრების და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია, ის 2010 წელს დაქორწინდა ვანია ბოსნიკზე, მათ სამი შვილი ჰყავთ: ივანო, ემა და სოფია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42