"15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 11:31, 13 Jul, 2018     780
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებაში მიმდინარე გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის შეფასება და შემუშავდა გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების კურსი, რომელსაც ეტაპობრივად საქართველოს ყველა გამომძიებელი გაივლის.

„ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა, მათ შორის პარლამენტშიც განსჯის საგანი, ეს გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება კრიმინალურ პოლიციაში და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ რომ 15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად მომთხოვნები, შეგვიძლია უფრო მეტად ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო 15–20 წლის განმავლობაში არა თუ რეფორმა ხელშესახები არაფერი არ გაკეთებულა, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება, მოგეხსენებათ რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ამ რეფორმების. რა გაკეთდა უკვე დღეის მდგომარეობით, ამ მიმართულებით, მინდა მოგახსენოთ - უკვე ჩაუტარდა ტესტირება სრულიად კორპუსს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსი მყავს მხედველობაში . ეს გახლავთ 1104 ადამიანი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე, უკვე ჩატარებულია მათი დაკავებულობის ხარისხის შეფასება, მათი საქმეების რაოდენობის შეფასება და ასევე სირთულე ამ საქმეების. შესაბამისად ყველა ამ მოგროვებულ ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამომძიებელი - ეს 1104 ადამიანი გაივლის შემოდგომიდან - სექტემბრიდან გადამზადების კურსებს, რათა თვალნათლივ შევძლოთ შევაფასოთ როგორც მათი კვალიფიკაცია ასევე მათი პოტენციალი რა დონეზე შეგვიძია გავზარდოთ ამ ხალხის კვალიფიკაცია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42