თორნიკე რიჟამაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე - „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს რიჟამაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ენმ-ის წევრის გია აბულაძის განცხადებით, ისინი მზად არიან პრეზიდენტის წინადადება მოისმინონ:
"პრეზიდენტისაგან მოვისმენთ რა დამოკიდებულება ექნება მას რეგიონისადმი. ის ითამაშებს ბიძინა ივანიშვილით დადგენილ პოლიტიკურ თამაშს თუ რეგიონის ინტერესებიდან ამოვა და მოისმენს სხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ საზოგადოების წინადადებებს. რა თქმა უნდა ჩვენ პარტიის შიგნით ძალიან კომპეტენტური ადამიანები გვყავს, რომელსაც შეუძლია მართოს რეგიონი იმაზე უკეთესად ვიდრე "ქართული ოცნება" გვთავაზობს წლების განმავლობაში, თუმცა ამასთან ერთად მზად ვართ მოვისმინოთ პრეზიდენტის წინადადებები პარტიის გარეთაც კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში შეირჩეს კანდიდატი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და არ შეასრულებს მორჩილად მის დავალებებს და ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან და არა ერთ ოლიგარქთან",- განაცხადა გია აბულაძემ.
პრეზიდენტი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციებს იწყებს. გიორგი მარგველაშვილს ბათუმში 12:00 საათისთვის ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილს საბჭოს უმრავლესობა საკუთარ კანდიდატურას, გიორგი რიჟვაძეს წარუდგენს.
მასალის გამოყენების პირობები






