„ჩემზე იყო რამდენიმე წარდგინება გაკეთებული მე დავუკავშირდი საპროკურორო საბჭოს და ვთხოვე ჩემი კანდიდატურის შეჩერება. მე ვფიქრობ , რომ კონცეპტუალური რეფორმაა ჩასატარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკაში. რაღაც ნორმები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არის რადიკალურად შესაცვლელი, იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ ეფექტური საგამოძიებო სისტემა. ამ ეტაპზე მე ვიფიქრე და ჩავთვალე, რომ ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, როდესაც საუბარია რეფორმებიის კოორდინაციაზე ეს არის ახალი გამოწვევა. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს არის დაქვეითება, ან დაწინაურება, მე არცერთ პოზიციას არ ვიზიარებ, მე ვფიქრობ რომ თუ არის საქმე გასაკათებელი და ამას მოითხოვს ის გუნდი, რომელშიც ხარ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე ხარ. ნაწყენი ნამდვილად არ ვარ, ნაწყენი რომ ვყოფილიყავი მივიღებდი გადაწყვეტილებას, არ მერიდება ჩემი გადაწყვეტილების გამჟღავნება “- განაცხადა კახიშვილმა. მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს იცნობს, ხშირი კონტაქტი არ აქვს, თუმცა რამდენიმე შეხვედრა ქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






