"მაკდონალდს საქართველოს" დირექტორმა ფლორიდაში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:56, 13 Jul, 2018     1580
„მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი დირექტორი ფლორიდაში გამართულ კონფენციაზე მსოფლიოს საუკეთესო დირექტორად დაასახელეს.

მსოფლიო კონფენციაზე საუკეთესო ბიზნეს შედეგებით, მაკდონალდსის 60 ქვეყნის 345 წარმომადგენელი იყო წარდგენილი. მონაწილეები მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩნენ, რის შედეგადაც 345 წევრისგან გამოვლინდა საუკეთესოთა კანდიდატები, მათ შორის საპატიო ადგილი დაიმსახურა „მაკდონალდს საქართველოს“ ბათუმის რესტორნის დირექტორმა სალომე კალაძემ.

„მაკდონალსი“ დირექტორების წახალისებას და ბიზნესში მათი უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სალომეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს აქვთ განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა, რაც ჩვენს თანამშრომლებში განაპირობებს ლოიალობის მაღალ დონეს და თანამშრომელთა მიერ აღიარებას, რომ „მაკდონალდსი“ საუკეთესო სამუშაო ადგილია.“- აცხადებს “მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა ჯავახიშვილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სალომე კალაძე „მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული დირექტორია. მის მართვაში არსებული რესტორნები, ყოველთვის გამოირჩევა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით, სისუფთავითა და მაღალი სტანდარტების დაცვით.

„მიხარია რომ უდიდესი კონკურენციის პირობებში, სადაც 60 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გამორჩეული ადგილი მერგო. ძალიან სასიამოვნო იყო ფლორიდაში მაკდონალდსის მმართველობასთან შეხვედრა, გავიცანი ჩემი უცხოელი კოლეგები. მათთან ურთიერთობა და გამოცდილებების გაზიარება ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ის რომ საუკეთესოდ მაღიარეს, მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, ესაა მთელი ჩვენი გუნდის ერთიანობის და თავდაუზოგავი შრომის შედეგი.“- აცხადებს სალომე კალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42