ბიუროს წევრებმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის გრაფიკზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 21:23, 12 Jul, 2018     892

პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავარობის შემადგენლობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" კომიტეტებსა და პოლიტიკური ჯგუფებში განხილვის გრაფიკზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკითხების საკომიტეტო ფორმატში განხილვა ხვალ, 13 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ კი განხილვა პოლიტიკურ ჯგუფებში გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის გრაფიკი მოქნილი იქნება და ყველა დეპუტატს ექნება საშუალება დასვას შეკითხვა.

„როგორც წესი, განხილვა გრძელდება იმაზე მეტხანს, ვიდრე გათვალისწინებულია გრაფიკით და აქ პრობლემები, როგორც წესი, არ იქმნება ხოლმე. კომიტეტები მოუსმენენ ყველა მინისტრს, რომელიც წარმოადგენს საკუთარ მოხსენებას. ამის შემდეგ, ყველა დეპუტატს, ვისაც ექნება სურვილი, ექნება საშუალება დასვას კითხვა და თითოეულ კითხვას გაეცემა პასუხი. ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი, რაც არის მთავარი საპარლამენტო განხილვისათვის. რაც შეეხება გრაფიკს, ის იქნება მოქნილი და იმის მიხედვით, თუ რამდენ დროს წაიღებს მოხსენებები და კითხვა-პასუხი, ბუნებრივია, გრაფიკში მოგვიწევს შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით პრობლემები არ შეიქმნება არც საკომიტეტო მოსმენებისთვის და არც პოლიტიკური ჯგუფებისთვის",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს გააცნო საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი, შალვა თადუმაძის კანდიდატურა.

ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელა და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა.

საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" თანახმად, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, საკომიტეტო ფორმატში და პოლიტიკურ ჯგუფებში საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის შემდეგ, ბიუროს სხდომა ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42