ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება- ეკატერინე მიქაბაძე
პოლიტიკა - 21:14, 12 Jul, 2018     943

„ჭარბვალიანობა საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის შემთხვევაში მოქალაქეს არ აქვს საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში და შესაბამისად, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით სასტუმრო „რადისონში" გამართულ შეხვედრაზე.

ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები იყო შეხვედრის თემა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ეკონომიკის დარგის ექსპერტებმა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ჭარბვალიანობის პრობლემის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ეკა მიქაბაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება, მათ შორის პრუდენციული რეგულაციები. „როგორც მოგეხსენებათ, მრავალი პრუდენციული რეგულაცია გატარდა, რაც ამ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს, თუმცა, ჭარბვალიანობა კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ღონისძიებების განგრძობას საჭიროებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, პრუდენციული რეგულირება იქნება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ის ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებს. „საჭიროა, ამ საკითხს ფართო ჭრილში შევხედოთ - ის ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, ეკონომიკურ აქტივობაში მონაწილეობას ვერ იღებენ - პრობლემა ორი მხრივ იქმნება, შესაბამისად, შემცირდება უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42