"ტრამპი პუტინთან მწვავედ დააყენებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს, ბრაზი მახრჩობს, ერთხელ არ ხსენებულა საქართველო... "- სააკაშვილი
პოლიტიკა - 20:39, 12 Jul, 2018     4308


საქართველოს მესამე პრეზიდენტი თვლის რომ ნატოს სამიტზე და პუტინი-ტრამპის მომავალ შეხვედრაზე განსახილველ თემებში საქართველოს ოკუპაციის საკითხი გაქრა და ამაში ის მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო პუტინის დავალება, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილს მისცა და ივანიშვილმაც ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა:

„ამ დღეებში მიდიოდა ნატოს სამიტი და მზადდება პუტინის შეხვედრა ტრამპთან. ყველა მოლაპარაკებებში, განცხადებებში და პრესაში ფიგურირებს ერთი თემა, რომ ტრამპი პუტინთან აუცილებლად მწვავედ დააყენებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს. მე როგორც უკრაინის დიდ მხარდამჭერს ეს ძალიან მიხარია, მაგრამ მე როგორც ქართველს, ძალიან მწყინს და მართლა ბრაზი მახრჩობს, რომ ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა- საქართველო, მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს არ არის ტრამპის ან დასავლელი ლიდერების ბრალი, ეს არის პუტინის დავალებით ივანიშვილის გაკეთებული. როდესაც ივანიშვილი მოდიოდა, მან თქვა რომ მოხსნიდა საქართველოს უმაღლესი დონის განხილვებიდან და საერთოდ აღარ იქნებოდა საქართველო თემა დასავლეთსა და რუსეთს შორის და მან ეს შეასრულა. კი მაგრამ, რამე გვეშველა? ვიზები მოგვიხსნეს? ტერიტორიები აღარ მიაქვთ? აღარ დაწანწალებენ მთელ მსოფლიოში და აღარ ითხოვენ ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, თუ რა ვიგრძენით შვება? გარდა იმისა, რომ პუტინმა შეისრულა ყველაფერი, რისთვისაც ჩაატარა 2012 წლის სპეცოპერაცია.

დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც არცერთ უცხოელ პოლიტიკოსზე არ ულაპარაკია ისეთ აღმატებულ ტონში, როგორც ჩემზე. იძახოდა რომ მე ვარ მისაბაძი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის , რომ ჩემგან უნდა გადაიღონ ბევრი რამ მათ შორის ამერიკამ, რომ ის არის ჩვენი და ჩემი მეგობარი და აღფრთოვანებულია იმით, რასაც ჩვენ ვახორციელებდით საქართველოში.

ივანიშვილი არის კაცი, რომელიც დონალდ ტრამპს უწოდებდა აფერისტს, ახლა ჩვენ გვყავს ივანიშვილი, მე ქვეყანაში არ მიშვებენ რათა ჩვენ ქვეყანას დავეხმარო და ჩვენ პრაქტიკულად ჩაგვწიხლეს და მიწასთან გაგვასწორეს.

ეს სიტუაცია უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა დაბრუნდეს უმაღლესი დონის განხილვებზე“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, აუცილებელია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო დონეზე ღირსეულად წარადგენს და წარმოაჩენს საქართველოს პრობლემებს:

„ქართველი ხალხი არ ვიმსახურებთ ასეტ დამცირებასა და მიწასთან გასწორებას. ეს არის დიდი გაუგებრობა, რომელიც უნდა დასრულდეს და დასრულდება წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნებით, რომლის კვალდაკვალ შეიცვლება მთელი ხელისუფლება საქართველოში. ნახეთ, რა არარაობების მთავრობა წარმოადგინეს, როგორი მთავრობაცა გვყავს და როგორც ჩაგვისვა ჯიბეში ერთმა ჯაყომ, ისეთი დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს ჩვენს მიმართ. ყველაფერი გამოგვივა მეგობრებო, დავდგეთ ერთად, ძალა ერთობაშია, წინ გამარჯვებისკენ.“- განაცხადა სააკაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42