ნატოს წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვა და მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში
პოლიტიკა - 19:46, 12 Jul, 2018     1278

ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნატოს ახალ სათავო ოფისში გამართულ სიმპოზიუმში - "ნატოს ჩართულობა- ბრიუსელის სამიტის დიალოგი", რომელზეც სიმპოზიუმის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს და საქართველო - უკრაინის ალიანსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა და ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების მონაწილეობით შედგა ნატოს სამიტის ფარგლებში.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეხვედრებზე საქართველოს პარტნიორებთან საქართველომ ძალიან ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა ნატოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა ფორმატში იდგა ნატოს გვერდით, მათ შორის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს უკვე ის მომენტია, როცა ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომ დავძლიოთ ეს დაბრკოლებები და გავერთიანდეთ იმ ერთა ოჯახში, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს.

გიორგი მარგველაშვილმა არასწორი უწოდა თეორიას, რომ საქართველოში 2008 წელს ომი წახალისებული და პროვოცირებული იყო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. მისი თქმით, ამ არასწორი თეორიის არგუმენტია ის, რომ საქართველოს ორივე რეგიონის ოკუპაცია 1990- იან წლებში დაიწყო, როცა არ ჰქონდა საქართველოს დაფიქსირებული საკუთარი მისწრაფებები ღიად. გიორგი მარგველაშვილმა რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ნათელი მაგალითები ჩვენი მოკავშირეების და მეგობრების, ლიეტუვას, პოლონეთის და სხვა მხარდამჭერი ქვეყნების, რომლებიც ახლა ნატო-ს და ევროკავშირის წევრები არიან, რომლებმაც განვლეს გრძელი მოლოდინის პერიოდი, მაგრამ არ დაუკარგავთ მოთმინება, რომლებსაც საქართველოსთან შედარებით ნაკლები ძლიერი მხარდამჭერი ჰყავდათ.

"საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მოკავშირე, რომელიც საქართველოთი დაინტერესებულია და აქტიურად აჟღერებს საქართველოს დღის წესრიგს. მათ სურთ საქართველოს ორივე გაერთიანებაში გაწევრიანება. ასევე, ჩვენ გვაქვს ბოლო ათი წლის განმავლობაში არჩეული ნათელი გზა და ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ყოველი სამიტი, მათ შორის ეს სამიტიც, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და საქართველოსა და უკრაინაში მომხდარს შესაფერისი სახელი - რუსული აგრესია და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ოკუპაცია უწოდეს. ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამასთან ერთად გვაძლევენ დამატებით ინსტრუმენტებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.

ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან არაერთი ძალისხმევის მომსწრენი ვართ, რომლებიც აქტიურად უჭერენ საქართველოს მხარს, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვა და მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტი გაგვაჩნია, ჩვენი მოკავშირეების გამოცდილებასა და განგრძობით პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ ყველა ვიხილავთ, თუ დავარქმევთ ყველაფერს შესაბამის სახელს და არ მოვექცევით პროპაგანდის გავლენის ქვეშ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42