საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ინტენსიფიკაციის საკითხები განიხილა
პოლიტიკა - 19:44, 12 Jul, 2018     1061
ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, ნატოს ახალ სათავო ოფისში გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის პრემიერმინისტრთან ვიქტორ ორბანთან ის საკითხები განიხილა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის პროგრესს უკავშირდება და რომელიც საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება.


გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთს მადლობა გადაუხადა დღეს ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად.

შეხვედრაზე განიხილეს ის სამუშაო, რომელიც საქართველომ მეგობარ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩაატაროს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შესაძლებლობათა ფანჯრის გაჩენასთან დაკავშირებით.ასევე საქართველოს პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა უნგრეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მისასალმებელია ნატოს პოზიცია, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა საქართველოს მომზადება მოხდეს წევრობისთვის.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა და აღინიშნა, რომ ქართულ - უნგრულ პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას ახალ სტიმულს შესძენს უნგრეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები საქართველოში.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისათვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომლითაც ისინი უნგრეთის მთავრობის სტიპენდიებით სარგებლობენ და უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ევროპულ განათლებას იღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42