ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ
პოლიტიკა - 16:45, 12 Jul, 2018     2927

ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც თემთა პალატის მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრები მიესალმებიან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობის განვითარებას და მხარს უჭერენ ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ბრიტანელი პარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო და დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერას ადასტურებენ.

განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი.

„თემთა პალატა საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს; პარლამენტარები მიესალმებიან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას; მხარს უჭერენ სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობის გაღრმავებას; ადასტურებენ დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; აღნიშნავენ დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, მედია თავისუფლების, კარგი მმართველობის, ღია მმართველობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით ბოლო წლებში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს; გამოხატავენ შეშფოთებას, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და აღნიშნავენ ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუარესებას; პარლამენტარები რეკომენდაციას იძლევიან, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ერთობლივი ძალისხმევით და ევროპული ერთიანობითა და სოლიდარობით, ხელი შეუწყონ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი და თემთა პალატის წევრები აწერენ.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის პირველ პრეცედენტს ამ ფორმით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42