გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
პოლიტიკა - 15:13, 12 Jul, 2018     1126
საქართველოს ურყევი არჩევანი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს დღეს, ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის უწყვეტი მხარდაჭერისათვის; შეხვედრისას ასევე პოზიტიურად შეფასდა ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ. საქართველოს თანამშრომლობა საფრანგეთთან ნაყოფიერია და მომავალშიც ასე გაგრძელდება იმისთვის, რომ ის მონაპოვარი, რომელიც საქართველოს აქვს თავისუფალ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იყოს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების გათვალისწინებით, საქართველო დაინტერესებულია კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საფრანგეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საერთო ინტერესების მიმართულებითაც.

ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი ნატოს გზაზე და საფრანგეთი რჩება საქართველოს მხარდამჭერად, როგორც ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე რუსეთის აგრესიისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო წესრიგს და რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ითქვა, რომ საფრანგეთი ზრდის თავის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში, ეს იქნება როგორც საჰაერო და თავდაცვის სისტემების მიმართულებით, ასევე საზღვაო ხომალდების მიმართულებით.

პრეზიდენტმა მაკრონმა გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოს საკითხი საფრანგეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება ატანილი და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ დიალოგებში ხაზს გაუსვამენ საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42