ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც არაერთი გადაცდომა გამოიკვეთა საგამოძიებო უწყებების მუშაობის მხრივ.
“ჩვენ ვაგრძელებთ ჯერ კიდევ კომისიის ფარგლებში შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და სავარაუდოდ, ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ამ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით გაიცემა მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული წარმომადგენლები ჩვენთან მოვლენ და ასე ვთქვათ მთელს ვერტიკალს გავივლით. ამიტომ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები საყურადღებო რეკომენდაციებია და პრაქტიკულად ემთხვევა იმ მიმართულებას, რომელზეც ამ წუთში არის საგამოძიებო კომისია,“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






