ნატო-საქართველოს კომისიის 8 პუნქტიანი დეკლარაცია - ნატო-ს ლიდერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში:
1. ჩვენ, ქვეყნების ლიდერები და ნატო-ს ხელმძღვანელობა, დღეს ბრიუსელში შევხვდით, რათა განგვეხილა უსაფრთხოების საკითხები, სამხედრო რეფორმები და თანამშრომლობები. პარტნიორები ულოცავენ საქართველოს საზოგადოებას მათი დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილეს. პარტნიორები და საქართველო ხაზს უსვამენ უნიკალურ მასშტაბს ნატო-საქართველოს ურთიერთობისა. პარტნიორები მიესალმებიან არსებით პროგრესს საქართველოში ჩატარებული რეფორმებისა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საკუთარი დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და უფრო მტკიცე ეკონომიკური განვითარების მიღწევას, ასევე მეტად ეფექტური ტავდაცვით ინსტიტუტებს და მოდერნიზებულ შეუარაღებულ ძალებს. საქართველო მოწადინებულია ამ რეფორმების განხორციელებისთვის.
2. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ოპერატიული პარტნიორია და გახლავთ პარტნიორი ფართო შესაძლებლობებით. პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ერთგულ მხარდაჭერას ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, მის წვლილს ნატოს რეაგირების ძალებში და მის მნიშვნელოვან შენატანს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ქვეყანას, რომელიც გამოყოფს სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“. ჩვენ ვაცნობიერებთ მსხვერპლს და კონტრიბუციას, რომელიც საქართველომ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში შეიტანა. ეს ძალისხმევა, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების პარალელურად, დემონსტრირებას უკეთებს საქართველოს ვალდებულებასა და შესაძლებლობას შეიტანოს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
3. ნატო-ს ხელმძღვანელობა და სახელმწიფოები, ასევე საქართველო მიესალმებიან ჩვენს განვითარებად პრაქტიკულ თანამშრომლობას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეგიდით, რომელში ალიანსის ყველა წევრს წვლილი შეაქვს, მათ შორის ფინეთსა და შვედეთსაც. არსებითი პაკეტი აძლიერებს საქართველოს ძალისხმევას სამხედრო რეფორმის თვალსაზრისით, ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და საქართველოს მოქნილობის კუთხით. პარტნიორები იწონებენ საქართველოს როლს არსებითი პაკეტის რეალიზებაში რეფორმების ყველა სპექტრში თავდაცვის სფეროში და საქართველოს უსაფრთხოების ასპექტში. ჩვენ მივესალმებით მიღწეულ საერთო პროგრესს, მათ შოპრის მჭიდრო ტანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდა ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუტს შორის. ნატო და საქართველო მზად არიან სამომავლო თანამშრომლობის განსამტკიცებლადაც, მათ შორის ნატო-საქართველოს 2019 წლის ერთობლივი წვრთნების საშუალებით, რომელსაც პარტნიორები მხარს დაუჭერენ ფართო მონაწილეობით. ჩვენ მივესალმებით ჩვენს დიალობს ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ჩვენ გადავხედავთ თანამშრომლობის განმტკიცების სამომავლო გზებს კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თავსებადობის განსამტკიცებლად.
4. სახელმწიფოების ხელმძღვანელები და ნატო-ს მმართველობა აფასებს საქართველოს მონაწილეობას სტრატეგიულ განხილვებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ურთიერთგაგებას. ჩვენ განვაგრძობთ დიალოგის განვითარებას და პრაქტიკულ თანამშრომლობას ამ კონტექსტში, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით. ამ კავშირში უკვე დაიწყო რიგი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს შემოთავაზებას სამომავლოდ ნატო-ს მატერიალურ-ტქნიკური მხარდაჭერის კუთხით.
5. სახელმწიფოების ხელმძღვანელები და ნატო-ს მმართველობა მიესალმება საქართველოს თვალნათელ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია თავდაცვის სფეროს თავსაზრისით და ჩატარებული კომპლექსური რეფორმების მხრივ, რომელიც მიმართულია თავდაცვის პოტენციალის განმტკიცებისკენ.
6. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი სწრაფვა ნატო-ს წევრობისკენ არის ამ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რასაც მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და ახლა ეს უკვე გაწერილია ახლა კონსტიტუციაში. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია, კვლავ ძალაში რჩება, მისი ყველა ელემენტითურთ. ისინი მიესალმნენ საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში უკვე არის ყველა ის პრაქტიკული საშუალება, რათა საქართველო მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის, კერძოდ ესაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი”, – ნათქვამია დეკლარაციის მეექვსე მუხლში.
7. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში შემავალი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.
ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, ამ რეგიონების მილიტარიზაციას სხვა ქმედებებს, როგორიცაა მავთულხლართების და ხელოვნური დაბრკოლებების დაყენება ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზის გასწვრივ. ეს ქმედებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ასევე ეუთოს პრინციპებს და რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, კერძოდ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, სადაც ისინი იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე და დაუშვან საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შექმნა ადგილზე.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და მის მიერ აღებულ ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა და იგივეს მოვუწოდებთ რუსეთსაც. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას ხელი შეუწყოს დიალოგსა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებს და მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მაცხოვრებლების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. მოკავშირეები გამოხატავენ თავის მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ, რომელიც იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და ხაზს უსვამენ, იმას რომ აუცილებელია მოლაპარაკებების საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღწევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოს საერთაშორისოდ აღარებულ საზღვრებში.
8. ჩვენი შეხვედრა, რომელიც ნატო საქართველოს კომისიის მეათე წლისთავზე იმართება ადასტურებს ნატო საქართველოს ურთიერთობის ინტენსივობას, მასშტაბებს და მდგრადობას. მოუთმენლად ველით იმას,, რომ ნატო-საქართველოს კომისია შეასრულებს ცენტრალურ როლს , ალიანსისა და საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაში.
მასალის გამოყენების პირობები






