რატომ გახშირდა მძღოლების დაჯარიმება - შსს-ს განმარტება
პოლიტიკა - 13:03, 12 Jul, 2018     2080
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას ეხამურება, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის არსებობის შესახებ შეტყობინებების მიღებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

"2005 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს კანონით განსაზღვრული ნორმა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების პრევენციას. აღნიშნული მუხლი მოიცავს ისეთ დებულებებს, რომელთა დარღვევის აღმოჩენა პრაქტიკული თვალსაზრისით საპატრულო ეკიპაჟების მიერ შეუძლებელია (მაგ: გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, თვითნებურად გადაკეთებული ან შეცვლილი კონსტრუქცია და ა.შ.), რადგან ამ ტიპის გაუმართაობების აღმოჩენა შესაბამისი სპეციალისტების მიერ კვალიფიციურ ცოდნას და აღჭურვილობას საჭიროებს.

შესაბამისად, აღნიშნული დარღვევები უნდა გამოვლინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შედეგად. სწორედ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება არის ერთ-ერთი ის უმთავრესი წინაპირობა, რამაც ქვეყანაში გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა უნდა უზრუნველყოს.

საპატრულო პოლიციის მიერ კი დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ ნორმის ადმინისტრირების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან, მანამდე, არ არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელი მართლზომიერი საფუძველი.

საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება.

2019 წლის 1 იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებულია ამ მიმართულებით გაიზარდოს აღსრულების ეფექტიანობა. კერძოდ, სამინისტროში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც არ გაუვლიათ კანონით სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ჭკვიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მიერ იქნას აღმოჩენილი" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42