"მე არ მრცხვენია მშობიარობის შემდეგ დარჩენილი მუცლის, ვამაყობ კიდეც" - Victoria’s Secret-ის ანგელოზი კრიტიკოსებს პასუხობს
ეს საინტერესოა - 12:40, 12 Jul, 2018     15738
29 წლის სამხრეთ აფრიკელი მოდელი, Victoria’s Secret-ის ანგელოზი ქენდის სვეინპოლი და მისი ბრაზილიელი, ასევე მოდელი ბოიფრენდი ჰერმან ნიკოლი 13-წლიანი ურთიერთობის შემდეგ მეორე შვილის მშობლები გუშინ გახდნენ. ქენდისმა მეორე ბიჭი არიელი 19 ივნისს, სახლში გააჩინა.
მშობიარობიდან რამდენიმე დღეში ქენდისი პაპარაცებმა სანაპიროზე დააფიქსირეს. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა მის სხეულზე უარყოფითი კომენტარების წერა დაიწყო. რასაც ქენდისი ინსტაგრამზე გამოეხმაურა.
"ეს მე ვარ, ჩემი ბიჭის გაჩენიდან 12 დღის შემდეგ. ხალხი ძალიან ბოროტი შეიძლება იყოს. ასეთ დღეებში სილამაზის სტანდარტები ქალებისთვის ხშირად შეუძლებელია. მე არ მრცხვენია ჩემი მშობიარობის შემდეგ დარჩენილი მუცლის. სინამდვილეში ვამაყობ კიდეც... 9 თვე ჩემს ბიჭს ამ მუცლით ვატარებდი და მგონი გამოვიმუშავე უფლება, პატარა მუცელი მქონდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ მოდელი ვარ? ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ და გთხოვთ, დაგვრთოთ ნება სანაპიროზე სიმშვიდეში ვისიამოვნოთ" - დაწერა ქენდისმა.



ქენდისმა პირველი შვილი 2016 წლის ოქტომბერში გააჩინა და 2016 წლის VS-ის შოუ გამოტოვა. 2017 წლის ნოემბერში კი პოდიუმს დაუბრუნდა და, Victoria’s Secret-ის შოუ გახსნა. თუმცა პატარა მუცელი ეტყობოდა . ფანებმა მაშინვე დაიწყეს წერა, რომ ქენდი მეორეზე იყო ორსულად. 2017 წლის დეკემბერში ტოპ მოდელმა დაადასტურა, რომ მეორე ბავშვს ელოდებოდა.

ქენდისი 13 წელია მოდელ ჰერმან ნიკოლთან არის ურთიერთობაში . ისინი 2005 წლიდან ურთიერთობაში არიან და დანიშნულები არიან. წყვილი პირველი ბიჭის ანაკას მშობლები 2016 წლის 5 ოქტომბერს გახდნენ.

ქენდისი 17 წლის იყო, როდესაც ჰერმანი გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. ის მისი პირველი შეყვარებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42