ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი აღნიშნავს, რომ მაპი არ ნიშნავს ნატო-ში ავტომატურად გაწევრიანებას და ეს მაკედონიის მაგალითმა აჩვენა. ამის შესახევ გრაბარ-კიტაროვიჩმა „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა:
„ჩვენ გვაქვს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. ვაგრძელებთ ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას. გვაქვს ლიდერების შეთანხმებული დეკლარაცია და გქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდით, თუ რა ჩაიწერა დოკუმენტში ღია კარის პოლიტიკაზე“, – აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ მაკედონიასთან დაკავშირებით ალიანსმა წინ გადადგა ნაბიჯი.
„იმედი მაქვს, რომ პროგრესს ვნახავთ ბოსნია ჰერცეგოვინასთან მიმართებითაც. რამდენად შორსაა საქართველო ან უკრაინა ნატო-ს წევრობასთან, ეს უფრო ჰიპოთეტური კითხვაა. ჩვენ ვნახეთ მაკედონიის შემთხვევაში, რომ MAP-ი არ ნიშნავს ნატო-ში ავტომატურად გაწევრიანებას“, – დასძინა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






