„ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები მკვლელობის თანამონაწილეები არიან. ისინი უნდა დაისაჯონ“ - ზაზა სარალიძე
პოლიტიკა - 11:42, 12 Jul, 2018     2899
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის მხრიდან ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს.

"არცერთი მათგანი სამსახურში გასაჩერებელი არ არის. ისინი კიდევ გააფუჭებენ ვიღაცის საქმეს. ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ფაქტობრივად, ამ მკვლელობის თანამონაწილეები არიან და ისინი კანონის წინაშე უნდა დაისაჯონ. ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენებები გააყალბეს, მოწმეების მოსყიდვა- დაშინება უნდოდათ, ამაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, მთავარი პროკურატურის პირდაპირი მოვალეობაა, დამნაშავე პირები გამოავლინოს და კანონის ფარგლებში იმოქმედოს.

"თუ უნდათ, რომ პროკურატურის ნდობა დაიბრუნონ, ეს ადამიანები არამარტო უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან, არამედ ყველას უნდა დააკისრონ პასუხისმგებლობა, რომ სხვამ მეორედ იგივე არ გაიმეოროს"- თქვა დავით სარალიძის მამამ.

ცნობისთვის, სახალხო დამცვემა ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩის საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა. ომბუდსმენი მთავარ პროკურატურას მიმართავს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიება დაიწყოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42