„იენს სტოლტენბერგთან ყველა არსებული ინსტრუმენტის გაძლიერების საკითხი განვიხილეთ, რომელიც დაგვაახლოებს ნატოსთან“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 10:43, 12 Jul, 2018     888

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, დღევანდელი შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს ნატო- საქართველო -უკრაინის შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობაზე ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატოს წევრობისათვის, საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად, ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისათვის.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ნატოს მისიებში და კონკრეტულად მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ნატო აფასებს საქართველოს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვს ქვეყანას საერთო უსაფრთხოებაში. შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42