"გაიზრდება მსუბუქი ფლირტისა და მოულოდნელი სექსუალური ურთიერთობების რიცხვი" - ასტროლოგიური ტენდენციები 17 ივლისამდე
ეს საინტერესოა - 10:14, 12 Jul, 2018     3743

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 17 ივლისამდე მოსალოდნელ ასტროლოგიურ ტენდენციებს გვიზიარებს.


"დღეს ვენერა-ურანის ტრინი გვაქვს. ხვალ ეს ასპექტი ზუსტ ორბისში მოვა, რის მერეც უკვე დაშლას დაიწყებს, თუმცა მისი გავლენა 17 ივლისის ჩათვლით კიდევ გაგრძელდება.

ვინაიდან ვენარა ჩვენს გრძნობებს, ხოლო ურანი მოულოდნელ და ახალ სიტუციებს გეგმავს, მათი ჰარმონიული ურთიერთშეხება სასიყვარულო სფეროში ახალ გამოცდილებას მოასწავებს. გაიზრდება როგორც მსუბუქი ფლირტის, ისე მოულოდნელი სექსუალური ურთიერთობების რიცხვი. სასიყვარულო ურთიერთობებში მოიმატებს მეტი მეგობრული დამოკიდებულება, ინტერესი პარტნიორის სულიერი სამყაროსადმი. შესაძლოა ამ დღეებში სურვილი გაგიჩნდეთ ახლობლები საჩუქრებით გაანებივროთ. ან თავად თქვენ გაგიკეთოთ ვინმემ საჩუქარი.

შესანიშნავი პერიოდია მეგობრებთან შეხვედრებისათვის, აგრეთვე ახალი, საინტერესო კავშირების დასამყარებლად, როგორც მეგობრულ თუ სასიყვარულო, ისე -საქმიან სფეროში. შესაძლოა გუშინდელმა მეგობრებმა, ან საქმიანმა პარტნიორებმა აღმოაჩინონ, რომ სინამდვილეში ერთმანეთი უყვართ. არის გარკვეული ტენდენცია საზოგადოებრივი მორალის უგულვებელყოფისა, ზოგ შემთხვევაში არაა გამორიცხული ჩასახვა, რომელიც შესაძლოა არასასურველი აღმოჩნდეს.
თუმცა ვენერა ასევე მართავს ჩვენს ფინანსებს, ესთეტიკას, ამიტომ არაა გამორიცხული რაიმე შენაძენის გაკეთება განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნიკის(ურანი) ან , პირიქით- ურანმა''დაგარტყათ'' მოულოდნელად და ანტიკვარიატი(ვენერა) შეგაძენინოთ...შესაძლოა მიიღოთ მცირე ფინანსური დახმარება მეგობრისაგანაც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული ახალი, ფრიად მოულოდნელი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ!!

ბიზნესისათვის სწორედ ახლა ძალზე წაადგება ახალი, ნოვატორული იდეები. შესაძლოა ისინი თქვენი მეგობრებისაგან, ან გამოცდილი ადამიანებისაგან მოისმინოთ

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი დღე, შენაძენის თუ მის გარეშე, ფაქტია რომ მეტად მეგობრულ და თანასწორუფლებიანობის სიტუაციებში ჩაივლის. ყველაზე საკამათო მომენტებიც კი დიპლომატიურად და მშვიდობიანად გადაწყდება. ამიტომ თუ ვინმესთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკება გსურთ, ნუ გადადებთ სხვა დროისათვის. ეცადეთ, გამოიყენოთ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები მაქსიმალურად, რადგან მომდევნო დღეები ბევრად უფრო რთულია" - ამბობს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42