"ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსთა სამინისტრო იქნება ერთ-ერთი წამყვანი უწყება" - ივანე მაჭავარიანი
პოლიტიკა - 09:40, 12 Jul, 2018     891
ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსთა სამინისტრო იქნება ერთ-ერთი წამყვანი უწყება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერმინისტრს და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და ისაუბრა დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, იმ როლზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო შეასრულებს ციფრული ეკონომიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

„ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. პირველ რიგში, ეს არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, რასაკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად, პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს. ეს დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი უწყება იქნება ამ პროცესში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა ეკონომიკის ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში ამ მიმართულებითაც დაგეგმილია ინიციატივები.

„რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, პრიორიტეტი, რომელიც მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის გაცხადებული, თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთის, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, უფრო სამართლიან განაწილებას და პრაქტიკულად თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ეს მიმართულებაც რასაკვირველია, აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და თქვენ მალე გექნებათ შესაძლებლობა, იხილოთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ კუთხით იქნება წარმოდგენილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველ რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება. რეფორმების ნაწილი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლომდე, ძირითადად, ჩაშვებული უნდა იყოს ეს პროცესები და ზოგიერთი დამთავრებულიც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42