„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა:
„აღნიშნული ცვლილება ემსახურება იმას, რომ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა, მაგალითად, ტაქსის მძღოლები შესაძლებელია, დარეგისტრირდნენ მიკრომეწარმეებად, რომლებსაც არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ, არ ექნებათ ვალდებულება სალარო აპარატის ქონის და მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი საქმიანობით დაკავებულ პირებს მაგალითად შეზღუდვები არ შეექმნათ იგივე სესხთან წვდომაზე. ასეთ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავალი ისე, რომ არანაირი გადასახადი არ გადაიხადონ და შესაბამისად, სალარო აპარატის ქონის აუცილებლობაც არ ექნებათ. ბუნებრივია, ეს ნებაყოფლობითი იქნება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული მომხიბლავი საგადასახადო რეჟიმი ყველა მძღოლისთვის მიმზიდველი იქნება“, – განაცხადა გაგუამ.
მასალის გამოყენების პირობები






