„საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ - ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლი
პოლიტიკა - 20:12, 11 Jul, 2018     1261

ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლში საქართველოზეა საუბარი. დეკლარაციის ტექსტით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს:

„ჩვენ ვადასტურებთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რა პროცესშიც მაპი აუცილებელი ნაწილია, ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა შემადგენელ ელემენტს, ასევე სამომავლო გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულია 2008 წლის შემდეგ. ჩვენ მივესალმებით ნატო-საქართველოს კომისიის როლს, ყოველწლიური ნაციონალური პროგრამების ფარგლებში ნატო-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცების კუთხით. ჩვენ ვაღიარებთ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომელიც საქართველომ გაატარა და უნდა განაგრძოს, რაც ეხმარება საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, წევრ ქვეყნად ჩამოყალიბების პროგრესში და რაც განამტკიცებს შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომობისა. საქართველოს ურთიერთობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შესაძლო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მივესალმებით ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას, თანამშრომლობის გაფართოვების შესაძლებლობას, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ეგიდის ქვეშ რიგი ინიციატივების რეალიზებას. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს და წვლილს ნატო-ს სამხედრო ძალებში და მისიებში. ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოპერაციებში საქართველოს როლი დემონსტრირებას უკეთებს საქართველოს შესაძლებლობას წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ჩვენ მზად ვართ სამომავლოდაც განვაგრძოთ საქართველოს მხარდაჭერა კონტრ-მობილურობის, წვრთნებისა და სწავლებების კუთხით, ასევე უზრუნველვყოთ კავშირი და მოუთმენლად ველით ნატო-საქართველოს 2019 წლის მორიგ წვრთნებს“, - ნათქვამია ტექსტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42