ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ევროპაში, კერძოდ კი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად იმყოფებიან.
პირველი ლედის ჩაცმულობა და სხვადასხვა ლუქები რა თქმა უნდა კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
თვითმფრინავის ტრაპზე გამოჩენისას, მას შემდეგ რაც ბოინგი N1 ბრიუსელის აეროპორტში დაეშვა, მელანიას „ბარბერის“ კლასიკურმა პალტომ პირველი ყურადღება მიიპყრო, მელანიას Christian Louboutin-ის მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა კი არანაკლები ყურადღება დაიმსახურა.





თეთრი სახლიდან გამომგზავრებამდე მელანიას ასევე Christian Louboutin-ის 800 დოლარად შეფასებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელზეც კარგად ჩანს დიზიანერის ხელმოწერა. რაც შეეხება სამოსს, მას წითელი სვიტერი და ღია ყავისფერი ქვედაბოლო ეცვა.







მელანია სანამ სამიტი მიმდინარეობს, ნატო-ს ლიდერების მეუღლეებთან ერთად, დედოფალ ელისაბედის მუსიკალურ აკადამიაში მივიდა. პირველ ლედის Calvin Klein-ის შავი კაბა აცვია.









მასალის გამოყენების პირობები






