როგორც საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვისას ექსპერტმა აღნიშნა, გამოძიებას დანიშნული აქვს ექსპერტიზა, სადაც უფრო კონკრეტული კითხვაა დასმული, ანუ რა მდგომარეობაში იქნენ დაჭრილი და დამრტყმელი ერთმანეთის მიმართ.
როგორც ექსპერტი ამბობს, ეს კვლევა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იყო დანიშნული, თუმცა მაშინ საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო ექსპერიმენტი პროკურატურის მოთხოვნით არ ჩატარდა.
ცინცაძე ამბობს, რომ საქმის პროკურორებმა ექსპერტებს უთხრეს, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცემა საჩქარო არ იყო.
„ეს ექსპერტიზა თავის დროზე იყო დანიშნული, მაგრამ ჯერ დამთავრებული არ არის გამოძიება...იყო პროკურატურასთან ლაპარაკი, რომ ჯერ პასუხს ნუ გაგვცემთ, იმიტომ რომ ძიებაშია საქმე.
ეს ზეპირი მინიშნებაა, როცა გამოძიება მიმდინარეობს ჩვენებების გადანაწილება მიდის. რამოდენიმე პიროვნებას სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული...
27 აპრილს როდესაც ჩვენ სასამართლოს წინ კონსულტაცია გვაქვს, მაშინ იყო კითხვა დასმული მესამე საქმე(ექსპერტიზის დასკვნა დაჭრილისა და დანის დამრტყმელისმდგომარეობის შესახებ) როდისთვის გჭირდებათ, ჯერ არ არის დაზუსტებული სულ ყველა ჩვენება და ამიტომ ექსპერტიზას ნუ იჩქარებთო“-ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, საქმის პროკურორებმა მათ უთხრეს, რომ ეს ექსპერტიზა მას შემდეგ ჩაეტარებინათ, როცა დამატებით მასალას წარმოადგენდნენ და უფრო კონკრეტული ჩვენებები იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






