მისი თქმით, თადუმაძე მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.
„ბოლო პერიოდში საზოგადოება დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერცევის პროცესს, დრეს საპროკურორო საბჭომ მტავარი პროკურორის თანამდებობაზე წარსადგენად შეარჩია შალვა თადუმაძე. შალვა თადუმაძე ჩემი შეფასებით პირველ რიგში არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ის ბოლო პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ, მანამდე კი 2012 წლიდან მოყოლებული მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ, ასევე სამეცნიერო წრეებში. მინდა ვუსურვო მას პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესში წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას თავს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად შალვა თადუმაძის კანდიდატურა წარუდგინა. მას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა. მის კონკურენტს ნინო გოგნიაშვილს არც ერთმა წევრმა არ მისცა ხმა, ხოლო "ევროპული საქართველოს" წარდგენილმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






