იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გაანცხადებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავშეკავების მიზეზი ისიც იყო, რომ იგი შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა.
„კენჭისყრისგან თავი შევიკავე, რადგან, დიახ, მე გახლავართ შალვა თადუმაძის შვილის, იმ ქართველი პატარა გოგონას ნათლია, რომელიც განათლებული და კარგი ქართველი ქალი დადგება და ეს მეამაყება. შალვა თადუმაძე „ქართული ოცნების“ წიაღში გავიცანი, როდესაც ჩვენ უსამართლობას ერთად ვებრძოდით. ერთი ჩემი ყოფილი თანამებრძოლი შალვა შავგულიძე და შალვა თადუმაძეც ასეთია. უბრალოდ, ჩვენ დღესაც ერთი მთავრობის პირობებში გვიწევდა მუშაობა და ეს არ არის დასამალი, რომ ეს კავშირი მასთან მაქვს. შალვა თადუმაძის თანამებრძოლი, მისი თანამოაზრე და მისი შვილის ნათლია ვარ, როგორც მან ეს პატივი მომაგო“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






