"საპროკურორო საბჭომ დღეს ყველას დაანახა, რომ ის არის ერთსულოვანი, იმაში, რომ მათი მოსაწონი კანდიდატი არის შალვა თადუმაძე. სხდომა იყო გახსნილი, სხდომა არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და გამჭვირვალე, ჩვენ ცოტა ღიაობასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები შევიქმენით ყველამ, მათ შორის მედიამ. ის, რომ საბჭოს ყველა წევრი სურვილის შემთხვევაში, მათ შორის მეც, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში დეტალურად ვხსნი თუ რა მოხდა, თქვენს ყველა კითხვას ვცემთ პასუხს, რომ სულ რამდნეიმე ხანში ორივე კანდიდატთან გასაუბრება სრულად აიტვირთება საპროკურორო საბჭოს ვებ-გვერდზე და საჭიროა ამ გასაუბრებებს ადამიანი მხოლოდ დაუჯდეს და მოისმინოს, ნიშნავს იმას რომ საბჭო არის გახსნილი. მაგრამ ის რომ, გასაუბრებებზე კანდიატებსა და წევრებს შორის, იყო ე.წ ლაივი, ეს არ არის ის სტანდარტი რომელიც სამუშაო პროცესს შეეფერება და მე ამას მხარი არ დავუჭირე. არც საბჭოს წევრებმა დაუჭირეს მხარი. საბჭო იყო ღია, ჟურნალისტებს ჰქონდათ საშულება გადაეღოთ ხმის მიცემის და ნეკჭისყრის პროცესი. კითხვის ნიშნები არ შეიძლება არსებობდეს ეს არის ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი." - განაცხადა წულუკიანმა.
კანდიდატების მოსმენა მედიისთვის დახურული იყო. სწორედ ამის შემდეგ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა შალვა შავგულიძემ და სხდომა დატოვა ოთო კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






