ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნება
პოლიტიკა - 13:57, 11 Jul, 2018     883

დღეს ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატოს სამიტი გაიხსნება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია.

12 ივლისს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთანაც. ასევე, გაიმართება ნატო-საქართველო-უკრაინის ერთობლივი შეხვედრა.

ნატოს სამიტის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებზე სათანადოდ მოხდება საქართველოს მიღწევებისა და პროგრესის აღიარება. „ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის და ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენ წლების განმავლობაში, ჩვენი კონტრიბუციით, რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, დავადასტურეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორი ვართ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ნატოს სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებებს მიიღებენ ნატოს შეკავების პოლიტიკაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42