კონკრეტულად, ომის ვეტერანმა 27 ივნისს სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მას საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს, რადგან ივარაუდეს, რომ მამაკაცი სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვლებოდა, ნათესავებს ურჩიეს, უბნის ექიმი გამოეძახებინათ და სახლი დატოვეს.
91 წლის მოხუცის ოჯახის წევრებს სხვა გზა არ ჰქონდათ და უბნის ექიმი გამოიძახეს, რომელმაც თქვა, რომ მამაკაცი აუცილებლად უნდა გადაეყვანათ საავადმყოფოში და მან დარეკა სასწრაფოში. ადგილზე მისულმა ექიმებმა კვლავ უარი განაცხადეს მის ტრანსპორტირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი და ოჯახის წევრები ეუბნებოდნენ, მისი სახლში დატოვების შემთხვევაში, მოხუცი აუცილებლად უნდა გადაეყვანათ საავადმყოფოში, რადგან სახლში დატოვების შემთხვევაში, ისინი მას ვერ დაეხმარეობდნენ. შეხლა-შემოხლის შემდეგ, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვლადიმირის შვილის, ლუდმილას თქმით, მამამისი რეანიმაციაში მოათავსეს, რადგან სუნთქვითი პრობლემები ჰქონდა, თუმცა გონება არ დაუკარგავს და თავს უკეთ გრძნობს.
„ის უკვე დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეოაბას, გველაპარაკება, გვეხუმრება, თუმცა სუნთქვა ზოგჯერ უჭირს, ამიტომაც ექიმები თავს დასტიალებენ. აქ რომ არ გადმოგვეყვანა, ხელში ჩაგვაკვდებოდა“ - განაცხდა ლუდმილამ.
რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ექიმებს, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან უფლება არ ჰქონდათ, პაციენტის დახმარებაზე უარი ეთქვათ.
მასალის გამოყენების პირობები






