საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დეკლარაცია ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის წინ
პოლიტიკა - 09:11, 11 Jul, 2018     1345
საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის წინ ერთობლივ დეკლარაციას ავრცელებენ. დოკუმენტში, რომელსაც 10 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს, საუბარია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაზე. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რუსული აგრესიის მიუხედავად, საქარველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნატოსთან დაახლოების პროცესში, მიუხედავად რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციისა. ოპოზიციური პარტიები იმედს გამოთქვამენ, რომ ბრიუსელის სამიტი მისცემს ქართველს ხალხს შესაძლებლობას განახორციელოს თავისი მისწრაფება და პოტენციალი, მიიყვანოს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ალიანსის სრულ წევრობამდე.

,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ 10 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ დეკლარაციას:

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, ხაზს ვუსვამთ ქართველი ხალხის მიერ ცხადად გამოხატულ ნებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რაც ასევე დადასტურებულია 2008 წლის პლებისციტით, ვაცხადებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიმართ და გამოვხატავთ მზაობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ამასთან აღვნიშნავთ, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, დემოკრატიის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების გადასალახად.

მას შემდეგ, რაც პირველად 2002 წელს იქნა გაცხადებული საქართველოს მისწრაფება ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, საქართველომ გრძელი გზა განვლო საბოლოო ინტეგრაციის მიზნისაკენ. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილის მატარებელია, რაც ნატოს შემდგომ სამიტებზეც იქნა დადასტურებული. 2008 წლის რუსული აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ მნიშვნელოვანი ნანიჯები გადადგა ნატოსთან დაახლოების პროცესში აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, მათ შორის უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში.

თუმცა, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა მოიცავს ყველა არსებით ინსტრუმენტს საბოლოო წევრობის მისაღწევად და საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა წევრობისათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მომზადების თვალსაზრისით, კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების არასათანადო ფუნქციონირების კუთხით, რაც ცალსახად უნდა იქნას გადაჭრილი, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს განუხრელი სვლა ნატოს წევრობისაკენ. ჩვენ ერთგული ვართ დემოკრატიული ღირებულებების და ერთად დავიცავთ ამ ღირებულებებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სირთულეს, რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას, ასევე სხვა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტებს, მაგრამ მტკიცედ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი არ უნდა გახდეს მეზობელი ქვეყნის აგრესიული ქმედებების მძევალი საკუთარი მოკავშირეების არჩევის პროცესში. ჩვენ ერთგული ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში აღებული ძალის არგამოყენების, ასევე კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების.

ნატოს სიმტკიცე და ძალა ყოველთვის გამოიხატებოდა მისი ღირებულებების უცვლელობაში, მიუხედავად დროთა განმავლობაში არსებული მრავალი გამოწვევისა. ქართველი ხალხი ასევე მტკიცეა თავის მისწრაფებაში, გაიზიაროს ამ ღირებულებების დაცვის პასუხისმგებლობა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი თანამშრომლობის, მხარდაჭერის და გადაწყვეტილების, რათა ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს ეს მისწრაფება და პოტენციალი, მიიყვანოს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ალიანსის სრულ წევრობამდე

ახალი მემარჯვენეები

ახალი საქართველო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ევროპული საქართველო

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფალი დემოკრატები

ლეიბორისტული პარტია

ევროპელი დემოკრატები

სამოქალაქო ალიანსი

სახელმწიფო ხალხისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42