აღნიშნულ კონტრაქტს ახალი პუნქტი დაემატა, რომელიც მედია კონსულტანტის დაქირავებას ითვალისწინებს.
ლობისტური კომპანია "Patton Boggs" 2012 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაიქირავა. კომპანია მაშინ კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.
მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლის დავით მაღრაძის განცხადებით, განახლებული დოკუმენტით კომპანია ყოველთვიურად გაზრდილ ანაზღაურებას, 110 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.
მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო არენაზე საქართველოში მიმდინარე პროცესების გავრცელებას.
"დაემატა მედია კომპონენტი მაგრამ აქ მხოლოდ მედია კომპონენტზე არ არის საუბარი, საუბარია საქართველოს ინტერესებისთვის და საქართველოში მიმდინარე პროცესების უფრო მკაფიო და ინტენსიური ინფორმაციის გატანაზე,
რომელიც ყველა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ან ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებული უნდა იყოს, მიეწოდება,"- განაცხადა დავით მაღრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






