„დღევანდელი ჩვენებიდან მძიმე სურათია... საპირფარეშოში არაფერი არ მომხდარა და ყველა მეგობრები არიან და ყველა კარგად არიან ერთმანეთში. დაჭრის მომენტი არ უნახავთ სხვადასხვა მიზეზის გამო. ხან "კაპიუშონი" მაქვს თავზე ჩამოფარებული და ვერაფერს ვერ ვხედავ... ხან მომხვდა იდაყვი, გავითიშე და ვერაფერს ვერ ვხედავ. ძირითადად ახლა დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ ძირითადად ეს არის სურათი, რომელიც იხატება, რომ საკვანძო მომენტები არ მინახავს.“- განაცადა სალომე ზურაბიშვილმა.
მმართველი გუნდის წევრის ანრი ოხანაშვილის ქმნით, მნიშვნელოვანი სიახლე ამ ეტაპზე არ ფიქსირდება:
„რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ზოგიერთი მათგანი აღწერს კონკრეტულ ფაქტებს, თუმცა შემდგომ ამბობს, რომ ვერ ხედავდა და აქვს თავისი ახსნა თუ რატომ ვერ ხედავდა. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევაჯეროთ და შევაპირისპიროთ ჩვენებებთან. ახლა ამ ეტაპზე დამატებით ანალიზს აქ ვერ გავაკეთებთ.“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის თქმით, ინფორმაციის ნაწილი მნიშვნელოვანია და დასკვნაში აისახება.
„ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, დავამუშავებთ. როდესაც მოზაიკა შეიკვრება, შეგვიძლია, გავაკეთოთ შეფასება. საბოლოო ჯამში, ინფორმაციის ნაწილი არის მნიშვნელოვანი და ასახვას პოვებს დასკვნაში.“ – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






