საქართველო ჰაერის დაბინძურებით არა მე-4, არამედ 70-ე ადგილზეა - შეცდომა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აღიარა
პოლიტიკა - 20:05, 10 Jul, 2018     1852
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჰაერის დაბუნძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მე-4 ადგილზე იყო, არასწორ სტატისტიკას ემყარებოდა.

2018 წლის განახლებული ანგარიშით კი ორგანიზაციამ მეთოდლოგიური შეცდომა გამოასწორა, რის შედეგადაც საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მე-4-დან 70-ე ადგილზე გადაინაცვლა. განახლებული სტატისტიკით, საქართველოში 100,000 კაცზე 101 ადამიანის გარდაცვალებას იწვევს ბინძური ჰაერი.

ამის შესახებ განმარტება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა.

„გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.

აღნიშნული მნიშვნელოვანი ცდომილების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. სამინისტრომ, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, WHO-ს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა; მოხდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის დაზუსტებაც, რის შედეგადაც, 2018 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არაერთგზის გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო არ არის, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების გატარების მიმართულებით, რათა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42