ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი კვლავ ღიად რჩება - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა
პოლიტიკა - 20:49, 10 Jul, 2018     1311

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის მიერ დაყენებული ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილისნ მკვლელობის დეტალების განხილვა იყო, ტატუნაშვილის ცხედრიდან ამოცლილი შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი კვლავ ღია რჩება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.

„მე არ გახლავართ ექსპერტი, მაგრამ სრულყოფილად ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭიროა გარკვეული რაოდენობით არსებობდეს ფრაგმენტები. შემდგომი კომენტარი უმჯობესია, გააკეთოს შესაბამისმა უწყებამ. პრიორიტეტს წარმოადგენს კვლავ შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი,"- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე საუბარი იყო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც“ , ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთხელ განუმარტა სიის შექმნის მიზეზი.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკურ აქტს და არ შეიძლება ეს გამოყენებული იქნას პოლიტიკური ინსუნაციების მიზნით. აქ არის შესული ყველა ის პირი, რომლებსაც აქვთ ჩადენილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ.“- განაცხადა ანთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42