„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას და სურვილს გახდეს ნატოს წევრი. მე ველოდები იმას, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოთა ლიდერები გაიმეორებენ იმას, რაც ითქვა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე. ბუქარესტში ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ნატო გააგრძელებს საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას და საქართველოს მომავალი წევრობისთვის მომზადებას. ჩვენ ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ნატო მადლობას უხდის საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ქვეყანას ნატოს წარმოებულ ოპერაციებში. ჩვენ მადლიერი ვართ საქრათველოსი და ვაფასებთ. ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მე დაგეგმილი მაქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. საქართველო და უკრაინა ორი განსხვავებული ქვეყანაა, ნატოს ორი ძალიან ღირებული და ახლო პარტნიორი. საქართველომაც და უკრაინამაც გამოსცადეს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ აქვთ გამოწვევები. უკრაინაც და საქართველოც რეგიონული გამოწვევების წინაშე დგანან. ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრის შემდეგ საქართველოზე განცხადების მიღებას. განცხადებაში ვიტყვით, რომ საქართველოს მხარდაჭერას გავაგრძელებთ, ვისაუბრებთ ერთობლივ საწვრთნელ ცენტრზე, წლიურ ეროვნულ პროგრამაზე, იმ ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რომელიც გვაქვს და მათი გამოყენება ჩვენს თანამშრომლობას გააძლიერებს. 29 ლიდერმა ნათლად თქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველოს ნატოში მისაპატიჟებლად საჭიროა კონსენსუსი, ამას ესაჭიროება ნატოს ყველა ქვეყნის თანხმობა და დღეს ეს კონსენსუსი არ გვაქვს. უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება იმაზე, როგორ გამოვიყენოთ ყველაფერი რაც გვაქვს.“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






